დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ნიუ-ორკის ერთ-ერთ რესტორანთან გადაიღეს. პოპულარული წყვილი პაპარაცებმა რომანტიკული ვახშმის წინ დააფიქსირეს. ყურადღება მიიქცია 47 წლის დიზაინერისა და მუსიკოსის ჩაცმულობამ. ვიქტორიამ სამოსი ამჯერადაც საკუთარი კოლექციიდან შეარჩია, ოღონდ ამჯერად მამაკაცის ხაზით. შავ პიჯაკსა და შარვალს ვიქტორიამ გემოვნებით შეუხამა დეკოლტირებული ტოპი, რამაც სამოსს მეტი ქალურობა შესძინა.
დევიდი და ვიქტორია რესტორანთან ხელჩაკიდებულები მივიდნენ. თავის მხრივ კლასიკურ ბრიტანულ სტილში იყო გამოწყობილი დევიდ ბექჰემიც. მას ლურჯი ორბორტიანი პიჯაკი და ნაცრისფერი შარვალი ეცვა.