ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მხარდამჭერებმა რუსთაველის გამზირზე მსვლელობა გამართეს. მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყო და პარლამენტის წინ დასრულდა.
აქციის მონაწილეებს ხელში საქართველოსა და აშშ-ის დროშები ეჭირათ.
მსვლელობის დაწყებამდე მათ კოსტავას ქუჩასა და რუსთაველის გამზირზე მდუმარე აქცია გამართეს, რითიც არჩევნების გაყალბება გააპროტესტეს.
ფოტო: ლაშა გაჩეჩილაძე