სამეფო კლუბმა ახალი 2021 წლის დადგომა საზოგადოებას ახალი ამბით მიულოცა. როგორც მათი ოფიციალური გვერდიდან გახდა ცნობილი, დავით ბაგრატიონი ირინა ბეგაშვილზე დაქორწინდა.
„საქართველოს პრინცი დავითი და პრინცესა ირინა გილოცავთ ახალ 2021 წელს”- წერია მილოცვის წერილში.
ფოტო განხილვის საგნად იქცა. საზოგადოება დაინტერესდა ვინ არის ირინა ბეგაშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, წყვილის რომანი მაშინ დაიწყო, როდესაც ბაგრატიონი შორენა ბეგაშვილს დაშორდა და ანა ბაგრატიონთან დაქორწინებისთვის ემზადებოდა.
ვიდეო: შორენა ბეგაშვილმა აღიარა, რომ დავით ბაგრატიონისგან ორსულად იყო და აბორტი გაიკეთა