ფოტოგრაფი დიტო თედიაშვილი განახლებული „მზიურიდან“ ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც განწყობაზე საუკეთესოდ მოქმედებს და წერს:
„რამდენჯერაც მზიურის პარკში გავდივარ, ყოველ ჯერზე ვაფიქსირებ იმას, რომ ამ პარკში სულ სხვა ენერგია და ხალისია.
არსებობს მომენტები, რომლებსაც ხანდახან უბრალოდ ყურადღებას არ ვაქცევთ, მაგრამ ეს მომენტები ჩვენ გვერდით ხდება და ეს ის მომენტებია და ეს ის მომავალი თაობაა, რომლებიც ქმნიან ქალაქს, თბილისქალაქს“.