„ტატა ორი წლის გახდა ❤️💖 მარიტას ნაძვის ხის მორთვა.❤️💖 გილოცავთ დამდეგ 2026 წელს ❤️💖“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გრიგოლ ხუნწარია წერს და გვიზიარებს ვიდეოს, თუ როგორ მორთეს მარიტა მეფარიშვილის სახელობის ნაძვის ხე ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინ.
პატარა ტატა მამა შალვა კეკელიასთან ერთად – ემოციური ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა
ტატა, მარიტა მეფარიშვილის და არის, რომელიც ვიდეოში მამა შალვა კეკელიასთან ერთად ნაძვის ხის მორთვაზე იმყოფება. ნაძვის ხის მორთვის ცერემონიაზე მარიტას და ნუცა მეფარიშვილი და დედა, ანა შოშიაშვილიც იმყოფებოდნენ.
ცნობისათვის, დღეს ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინ, მარიტა მეფარიშვილის სახელობის ნაძვის ხე აიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი ავრცელებს და ფოტოებს გვიზიარებს.
