თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის მღვდელმსახურს, გრიგოლ ხუნწარიას და მის მეუღლეს - ხათუნა კვერნაძეს 2 თვის წინ მეხუთე შვილი შეეძინათ. ახალშობილს წყვილმა გიორგი დაარქვა.
სასიხარულო ინფორმაცია გრიგოლ ხუნწარიას მეუღლემ, ხათუნა კვერნაძემ სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გაავრცელა და ახალშობილისა და გრიგოლ ხუნწარიას ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა.