LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩვენ შენი დაიკოები ვართო… გაიზრდება გიორგი და თავად უპატრონებს დებს“ – დების მიერ ნამღერი იავნანა: რა კადრებს აქვეყნებს მღვდელმსახური გრიგოლ ხუნწარია

107
გრიგოლ ხუნწარია

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის მღვდელმსახურს, გრიგოლ ხუნწარიას და მის მეუღლეს – ხათუნა კვერნაძეს 2 თვის წინ მეხუთე შვილი შეეძინათ. ახალშობილს წყვილმა გიორგი დაარქვა.

„მეხუთე სიყვარული“ – თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის მღვდელმსახურს, გრიგოლ ხუნწარიას მეხუთე შვილი შეეძინა

გრიგოლ ხუნწარია შვილების, მათ შორის, ახალშობილის ვიდეოებს და ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს.

ახლახან, მან „ფეისბუკში“ განათავსა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ უმღერის სამი და პატარა გიორგის სიმღერას „ვარსკვლავებს ეძინებათ“.

„გაიზრდება გიორგი და თავად უპატრონებს დებს“, „პატარა ანგელოზები“, „საოცრად უმღერიან პატარა ძმას“, – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g