LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეხუთე სიყვარული“ – თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის მღვდელმსახურს, გრიგოლ ხუნწარიას მეხუთე შვილი შეეძინა

479
გრიგოლ ხუნწარია

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, გრიგოლ ხუნწარია მეხუთე შვილის მამა გახდა.

სასიხარულო ინფორმაცია გრიგოლ ხუნწარიას მეუღლემ, ხათუნა კვერნაძემ სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გაავრცელა და ახალშობილისა და გრიგოლ ხუნწარიას ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა.

წყვილმა ვაჟიშვილს გიორგი დაარქვა.

„მეხუთე სიყვარული. 04.04.2026 გიორგი ხუნწარია“, – დაწერა ხათუნა კვერნაძემ.

მეხუთე სიყვარული🥰🥰🥰🥰🥰 04.04.2026 გიორგი ხუნწარია❤️

Posted by Khatuna Kvernadze on კვირა, 05 აპრილი, 2026

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, გრიგოლ ხუნწარია მღვდლად 4 წლის წინ აკურთხეს.

ჩვენი ტაძრის მღვდელმსახუს,მღვდელ გრიგოლ ხუნწარიას ვულოცავთ მღვდლად კურთხევის 4 წლისთავს❤️ღმერთმა ერთგულად ამსახუროს წმინდა ტრაპეზს❤️

Posted by თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი on პარასკევი, 10 აპრილი, 2026
magti 5g