LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოები: პარლამენტის მიმდებარე ტარიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა: ჯებირები მოხსნილია, მოძრაობა თავისუფალია

570
BeFunky-collage - 2020-08-20T095033.592

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წუხელ გვიან ღამით ადგილზე არსებული ჯებირები მოხსნეს და მოქალაქეებს უფლება მიეცათ დაეთვალიერებინათ განახლებული ტერიტორიის მონაკვეთი. 8-თვიანი სამუშაოები დედაქალაქის მერიამ დაასრულა.

რეაბილიტაციის პროცესში დაახლოებით, 2 000 კვ/მ ფართობზე მოხდა ძველი, ამორტიზებული ფილების დემონტაჟი;
შეიცვალა წყალგაყვანილობა, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა;
მოეწყო რკინა-ბეტონის არმირებული ფილა და ჰიდროიზოლაციის ფენა;
პერიმეტრი კაბელარხებით დაიქსელა და ტერიტორია მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით და ფილებს შორის დამონტაჟდა დეკორატიული სანათი.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა გაუქმებული თბოქსელის დემონტაჟი. მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე შენარჩუნდა ის ფილები, რომელზეც 1989 წლის 9 აპრილს, მშვიდობიანი მომიტინგეების სისხლი დაიღვარა. ასევე, რესტავრაცია ჩაუტარდა 9 აპრილის მემორიალს. დამონტაჟდა დეკორატიული განათება და განთავსდა სკამები.

თარგებში მოეწყო წვეთოვანი სარწყავი სისტემა;
განახლდა ტერიტორიაზე არსებული შადრევანი;
გამოიცვალა აუზის განათება;
აუზის იატაკზე მოეწყო მოზაიკა.

ტერიტორიაზე დაირგო 2000-მდე ნერგი, მათ შორის: ლოროპეტალუმი, მარადმწვანე ძახველი, ოლეანდრაფიტოსფორუმი, ბზა, როზმარინი, ვაციწვერაჭრელფოთოლა ლუგუსტრუმიკვიდო.

განახლდა ტერიტორიაზე არსებული შადრევანი. გამოიცვალა აუზის განათება.  განახლდა ელექტროსისტემა და შადრევნის წინა ფასადი. მოეწყო ახალი გარეგანათების ქსელი.

 

mazda magti 5g