LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოები, რომლებიც დაკოტა ჯონსონისა და Role Model-ის რომანის დასტური გახდა

143
download (1)

გასული წლის ბოლოს, მედია დაკოტა ჯონსონისა და Role Model-ის შესაძლო რომანის შესახებ ალაპარაკდა. ჭორს საფუძველი მას შემდეგ ჩაეყარა, რაც ისინი მეგობრებთან ერთად ვახშმობისას შენიშნეს.

აღსანიშნავია, რომ ახლახან, 36 წლის მსახიობისა და 28 წლის მომღერალის რომანტიკული ურთიერთობა ოფიციალურად დადასტურდა. რომანის დასტური ის ფოტოები გახდა, რომლებიც მათ პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში, ერთ-ერთ რესტორანთან გადაუღეს.

ინსაიდერების თქმით, დაკოტას ტაკერი (Role Model-ის ნამდვილი სახელი ტაკერ პილსბერია) ძალიან მოსწონს და თავს მასთან „მშვიდად“ გრძნობს, თუმცა წინა ხანგრძლივი ურთიერთობის გამო ყველაფერს აუჩქარებლად უდგება. მსახიობმა მუსიკოსთან შეხვედრა მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ივნისში Coldplay-ს სოლისტთან, კრის მარტინთან, მისი 8-წლიანი ურთიერთობა დასრულდა.

ჯონსონთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციითვე, დაკოტას დედამ, მელანი გრიფიტმა წყვილს „ბრწყინვალე“ უწოდა და მათ ურთიერთობას მხარი დაუჭირა.

ცნობისთვის, Role Model ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორია, რომელიც 2020-2023 წლებში ცნობილ იუთუბერ, ემმა ჩემბერლეინს ხვდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები