დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პავლო კირილენკოს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ქალაქებში, კრამატორსკსა და კოსტიანტინივკაში ორი სკოლა გაანადგურეს.
პავლო კირილენკომ დანგრეული სკოლების შენობების ფოტოები „ტელეგრამში“ გაავრცელა.
„რუსმა ოკუპანტებმა ორი სკოლა გაანადგურეს – კრამატორსკსა და კოსტიანტინივკაში“, – წერს კირილენკო.