homies.ge სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოგალერეას, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ერთთოთახიანი ე.წ. ხრუშჩოვკის საოცარი გარდასახვა თანამედროვე ინტერიერის წყალობით.
როგორც გვერდი იუწყება, ბინის საერთო ფართი: 37 კვ/მ-ია.
საცხოვრებელი ფართი: 30 კვ/მ
აივანი: 7 კვ/მ
ბინაში ფართი ხელახლა დააგეგმარეს და გაკეთდა კაპიტალური რემონტი, რის შედეგადაც აღნიშნულ სივრცეში შეიქმნა სამზარეულო, მისაღები, სასადილო და სამუშაო ზონები.
„ეს პროექტი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა საოცრებების მოხდენა შეუძლია სწორად შესრულებულ გეგმარებას“, აღნიშნავენ პოსტის აღწერაში.
დიზაინერი: გაიანა მოისეევა