54 წლის მონიკა ბელუჩის ახალი ბოიფრენდი ჰყავს. ვენსანტ კასელის ყოფილი ცოლი და იტალიელი მეგავარსკვლავი 36 წლის მხატვარს, ნიკოლას ლეფევრს ხვდება. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა, თუმცა ამჯერად პაპარაცებმა შეყვარებულები პარიზში სეირნობის დროს გადაიღეს. პირველად წყვილის ფოტოები ფრანგულმა ტაბლოიდმა Voici გამოაქვეყნა.
ახალ ფოტოებზე წყვილი პარიზის ქუჩებში ხელჩაკიდებული სეირნობს. ცნობილია, რომ ბელუჩის ახალი რჩეული პარიზში მოღვაწეობს და მას საკუთარი სამხატვრო სახელოსნო აქვს. ცოტა ხნის წინ მონიკა გამოტყდა, რომა ახალი რჩეული ჰყავს, თუმცა ვინაობა არ დაუსახელებია: „მე უკვე დიდი ხანია ვხვდები ერთ მამაკაცს, ის სულ სხვა პროფესიის ადამიანია და ბევრს მოგზაურობს. ის იზიარებს ჩემი ცხოვრების წესს და ერთად თავს კარგად ვგრძნობთ“, – აღიარა მსახიობმა.




