LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფოტოზე ჩემი დაა, რომელიც თითქმის არ ჩანს… ძალაგამოცლილები იბრძვიან…”

405
ninogegeshidze2024

ექიმი ნინო გეგეშიძე ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობს. ეს მისი ფოტოა, როცა სამსახურშია. ნინოს და, მარიამი ავრცელებს ამ ფოტოს და წერს, თუ რა მძიმე ვითარებაში უხდება სამედიცინო პერსონალს მუშაობა:

„სანამ ვმსჯელობთ იმაზე, ნამდვილად არსებობს თუ არა კორონა ვირუსი, სანამ წინასწარ შეგნებულად უარს ვაცხადებთ აცრაზე ვაქცინის შემოსვლის შემთხვევაში, სანამ ვაფასებთ ჯანდაცვის სისტემას და კრიტიკას არ ვიშურებთ მათი “უნიათობის” და “გაუმართაობის” გამო, სანამ კორონა მასონების მოგონილი ვირუსი გვგონია “საწყალი” და “გაჭირვებული” ხალხის გასაწყვეტად, სანამ პირბადე ცხვირ-პირის ნაცვლად ნიკაპზე/ხელზე გვიკეთია, სანამ საღამოს საათებში სახლებში ვაწყობთ თავყრილობებს და თან ვწუწუნებთ როგორი მოსაწყენი და ერთფეროვანი გახდა ჩვენი ცხოვრება, არსებობენ ადამიანები ვინც ამ ვირუსთან ბრძოლაში წინა ხაზზე დგანან და ძალაგამოცლილები მაინც იბრძვიან ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დასაცავად.
ამიტომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავავრცელოთ ერთმანეთის მიმართ ნაკლები აგრესია და კრიტიკა, დავიცვათ წესები და სულ ცოტათი მაინც დავუფასოთ და შევუმსუბუქოთ ამ ადამიანებს ის შრომა, რასაც დღეს ჩვენ გამო აკეთებენ.
ფოტოზე ჩემი დაა, რომელიც თითქმის არ ჩანს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g