LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში, ავარიის შედეგად, დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა – შსს

262
1912შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურე, 2005 წელს დაბადებული ლუკა ლატარია გარდაიცვალა.

,,შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურის, 2005 წელს დაბადებული ლუკა ლატარიას გარდაცვალების გამო.

ლუკა ლატარია მიმდინარე წლის 22 აპრილს ფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g