ფოთში ” ჯეოსელის” ოფისი გაქურდეს. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. დამნაშავეებმა შენობაში მინის კარის გატეხვით შეაღწიეს და მობილური ტელეფონები წაიღეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
შშს-ს ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაულზე ორი არასრულწლოვანი დააკავა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ ორივე მათგანი ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღეს.