ფოთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარის შედეგად ერთი ბინა სრულად, ერთი კი ნაწილობრივ დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გაზის გამათბობელი იყო.
ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
მერიის ინფორმაციით, მოხდება დაზარალებული ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილება.