ფოთში საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო მილში, ახალშობილის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ქალმა ბინაში იმშობიარა და სავარაუდოდ, თავიდან მოშორების მიზნით, ჩვილი საკანალიზაციო მილში ჩააგდო.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. უწყებაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით მოკვლევის პროცესი მიმდინარეობს.