LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფქვილის სუბსიდირების პროგრამა, შესაძლოა, კიდევ 2 თვით გახანგრძლივდეს

63
ipiccy-image

ფქვილის სუბსიდირების პროგრამა, შესაძლოა, გახანგრძლივდეს. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ საკითხზე მოლაპარაკებები შესაბამის სტრუქტურებთან აქტიურად მიმდინარეობს.

„სუბსიდირების პროგრამა, სავარაუდოდ, გაგრძელდება მინიმუმ ერთი თვე და შეიძლება, რომ მაისშიც მოხდეს ფქვილის სუბსიდირება“, – ამბობს ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციიის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა. მისივე თქმით, უკვე დაახლოებით 20 მარტისთვის მთავრობას მეპურეებთან და ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ექნება შემაჯამებელი ანალიტიკური შეხვედრა, სადაც განისაზღვრება თავისუფალ ბაზარზე რამდენია ფქვილის ფასი, რომ გამოიკვეთოს, რამდენი დასჭირდება შემდეგ სუბსიდირებას.

შეგახსენებთ, ქვეყანაში პურის ფასის შესანარჩუნებლად მთავრობა ფქვილის სუბსიდირებას ახორციელებს, რომლის ვადაც 1 აპრილს იწურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g