საქართველოს მთავრობის ბოლო დადგენილებით, ფქვილზე საიმპორტო გადასახადი ერთი თვით, 2025 წლის პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა. ამასთან, გაიზარდა იმპორტის საფასური.
უფრო კონკრეტულად, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას, იმპორტიორს ყოველ კილოგრამზე, 25 თეთრის ნაცვლად, 30 თეთრის (ანუ ტონაზე 300 ლარის) გადახდა მოუწვეს.
გადასახადი დაკორექტირდა ქერსა და ქატოზეც, კერძოდ, ის გაორმაგდა და 10 თეთრის ნაცვლად, ერთ კილოგრამზე 20 თეთრი გახდა.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი ბოლოს 2025 წლის პირველ მარტამდე გაახანგრძლივა.