საფრანგეთში ფულს უხდიან იმათ, ვინც ახალი გაჯეტების ყიდვის ნაცვლად ძველს შეარემონტებს. ამ ფულით, ძველი ტექნიკის შეკეთების საფასურის ნაწილობრივ დაფარვა მაინც იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ French Entree ავრცელებს.
პროგრამა საოჯახო ტექნიკის 30 კატეგორიას მოიცავს, ისეთ ნივთებს, რომელზეც მწარმოებლის გარანტია უკვე დასრულებულია.
საფრანგეთში იმედოვნებენ, რომ შეკეთებული ტექნიკის რიცხვი 2027 წლისთვის 20%-ით იქნება გაზრდილი.
ძველ ტექნიკას თავიდან ბევრი ადამიანი იშორებს და ამ გზით ელექტრონულ ნარჩენებს ქმნის. ასეთი ნარჩენის გადამუშავება პრაქტიკულად შეუძლებელია და მათი უტილიზაციის შემთხვევაში დიდი რაოდენობით მავნე აირები გამოიყოფა.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური პროგრამის დამსახურებით ავსტრიაში 2 თვის განმავლობაში 4 ათასი საყოფაცხოვრებო მოწყობილობა გადაარჩინეს.