LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგმა მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რომელი საუზმე ხდის ადამიანს უფრო მიმზიდველს

139
refined-carb

ადამიანები, რომლებიც ისეთი პროდუქტებით საუზმობენ, რომლის შემცველობაშიც დიდი რაოდენობითაა სწრაფი ნახშირწყლები, მაგალითად თეთრი პური, ფუნთუშები და ტკბილეული – საპირისპირო სქესისთვის ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურებიან. ამის შესახებ საფრანგეთის უნივერსიტეტის მეცნიერები წერენ.

მათ ექსპერიმენტში მონაწილეობა 100-ზე მეტმა მოხალისემ მიიღო. მონაწილეთა ნახევარს დილაობით თეთრი პურის და ფუნთუშეულის, მეორე ნახევარს კი შედარებით ჯანსაღი რაციონის (მაგალითად, ომლეტის ან ფაფის) მირთმევა შესთავაზეს. საუზმიდან 2 საათის შემდეგ მონაწილეების უახლეს ფოტოებს სხვა მოხალისეებს აჩვენებდნენ და თითოეულის მიმზიდველობის შეფასებას სთხოვდნენ.

დადგინდა, რომ ექსპერიმენტის ის მონაწილეები ვინც დილაობით ფუნთუშეულს მიირთმევდა საპირისპიროს სქესისთვის ნაკლებად მიმზიდველი იყო, ვიდრე ის ვინც შედარებით ჯანსაღად იკვებებოდა.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ასეთი შედეგი შესაძლოა იმ ფაქტთან იყოს დაკავშირებული რომ ნახშირწყლების ხშირი მიღება ორგანიზმის დაბერების პროცესს აჩქარებს, რაც ყველაზე მეტად სახეზე აისახება და მიმზიდველობაზეც ახდენს გავლენას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები