LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგულმა კურორტმა ტურისტებს ქალაქში საცურაო კოსტიუმებით სიარული აუკრძალა

110
Screenshot 2025-08-26 102046

ფრანგულმა კურორტმა ლე-საბლ-დ’ოლონმა, რომელიც ბისკაიის ყურის სანაპიროზე მდებარეობს, ტურისტებისთვის ახალი დრესკოდი შემოიღო. სიახლის შესახებ CNN წერს.

ადგილობრივების უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ ბევრი დამსვენებელი პლაჟიდან გამოსვლის შემდეგ არ იცვლის ტანსაცმელს და მაღაზიებსა თუ რესტორნებში პირდაპირ საცურაო კოსტიუმებით ან შიშველი ტორსით დადის.

ახალი წესის მიხედვით, თუ ტურისტი საზოგადოებრივ ადგილას საცურაო კოსტიუმით გამოჩნდება, მას 38 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრება.

„გთხოვთ, იყავით ცოტა უფრო თავაზიანები, – აღნიშნულია მერის განცხადებაში, სადაც აკრძალვის მიზეზიც ახსნილია. – გარდა ამისა, ეს ჰიგიენის საკითხია“.

მსგავსი შეზღუდვა სხვა ევროპულ კურორტებზეც მოქმედებს, სადაც ჯარიმა ზოგ შემთხვევაში 1500 ევროსაც კი აღწევს.

აკრძალვები შეეხება ტურისტების სხვა ქცევებსაც, რომლებიც ადგილობრივებს ცხოვრების ჩვეულ რიტმს უნგრევენ. მაგალითად, იტალიის პორტოფინოში ჯარიმდებიან ისინი, ვინც ქალაქში ფეხშიშველი დადის ან ისტორიულ ქუჩებში ბარგს ხმაურით მიაგორებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები