LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანკფურტი მასშტაბური გამოფენა Ambiente-სთვის ემზადება

199

ფრანკფურტი მსოფლიოს უდიდესი გამოფენისთვის Ambiente ემზადება – 2017 წლის 10-14 თებერვალს გამოფენაზე მსურველებს საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთების დათვალიერება შეეძლებათ.

გამოფენის ორგანიზატორი „მესე ფრანკფურტია“, ორგანიზაცია, რომელიც  წლის განმავლობაში 30-ზე მეტ ქვეყანაში აწყობს გამოფენას.

Ambiente-ზე წარმოდგენილი იქნება ყველა სეგმენტის პროდუქცია, სხვადასხვა სივრცეში შეხვდებით სამზარეულოს ტექნიკას, საჩუქრების ფართო არჩევანს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, სამკაულს, სახლის შიდა და გარე დეკორაციებს.

გამოფენაზე სასადილოსთვის განკუთვნილ სივრცეში ფართო ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი – თანამედროვე სამზარეულოს ინოვაციური პროდუქტი, საოჯახო ხელსაწყოები და აღჭურვილობა.

საჩუქრების სივრცეში ყველაფერი თვალისმომჭრელია – აქ ნახავთ უამრავ სასაჩუქრე ნივთს, საკანცელარიო საქონელს, დეკორაციას, ექსკლუზიურ სიგარებს, სამკაულს, ტყავის ნივთებს, ჩანთებს…

საცხოვრებელი სივრცე გთავაზობთ ყველაფერს, რაც სახლის გემოვნებიანად მოწყობისთვის არის საჭირო. აქ წარმოდგენილი იქნება უახლესი დიზაინის ავეჯი, სახლისთვის საჭირო აქსესუარები – ყველაფერი სახლის ინტერიერისა თუ ექსტერიერისთვის.

 

Ambiente – შესანიშნავი შანსი საქმიანი ურთიერთობების დაწყებისთვის

გარდა პროდუქციის დათვალიერებისა, თუ საკუთარი ნაწარმის წარდგენისა, გამოფენა საშუალებას იძლევა, ბიზნესმენებმა ახალი პარტნიორები იპოვონ, ან – ერთმანეთს გაუზიარონ საინტერესო იდეები.

Ambiente ფრანკფურტში ყოველწლიურად იმართება და გამოფენა 100 ათასზე მეტ დამთვალიერებელს მასპინძლობს.

 
ადგილი, სადაც ყველა პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიზიტორებმა იცოდნენ, რომ გამოფენაზე ელით მდგრადი სამომხმარებლო საქონელი,“ – აცხადებენ გამოფენის ორგანიზატორები.

Ambiente  ასახავს ბაზარს სრულად,  ყველა სეგმენტს, ტრენდს. გამოფენა პირველი დანიშნულების ადგილია  წარმდგენებისთვისაც და მყიდველებისთვისაც მსოფლიოს მასშტაბით. 2015 წელს 90-ზე მეტი ქვეყნიდან 4,800-მდე მწარმოებელი მონაწილეობდა, გამოფენას 150-ზე მეტი ქვეყნიდან ჩასული 134 ათასამდე ვიზიტორი სტუმრობდა. Ambiente-ს საერთაშორისო მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება.

გამოფენის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ყველაფერი, რასაც აქ ნახავთ, ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხისაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები