LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანკფურტის ავტოსალონი სამუდამოდ დაიხურა

82
1580392736-561355-08

საავტომობილო გამოფენა, რომელსაც ყველა ავტომოყვარული განსაკუთრებულად ელოდებოდა ხოლმე, აღარ გაიმართება. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ავტოსალონი 2021 წლიდან სხვა გერმანულ ქალაქში გადაინაცვლებს.

თავისი კონცეფციები შვიდმა გერმანულმა ქალაქმა, მათ შორის – ჰანოვერმა და შტუტგარტმა წარადგინა. ფინალში ბერლინი და მიუნხენი მოხვდა და თუ სად გადაინაცვლებს ავტოგამოფენა რამდენიმე კვირაში გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ ფრანკფურტის ავტოგამოფენა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ძველია და პირველად 1897 გაიმართა, მაშინ ლოკაცია ბერლინი იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი ფესტივალმა ფრანკფურტში გადაინაცვლა და სახელი –  „ფრანკფურტის ავტოსალონი“ ეწოდა.

სწორედ ფრანკფურტის ავტოსალონზე შედგა ისეთი მოდელების პრეზენტაცია როგორიცაა – Volkswagen Beetle,  Audi Q7, Porsche Cayman და Panamera, BMW X6, BMW i3 და i8, Mercedes-Benz SLS AMG, Subaru Legacy და Outback, Lamborghini Reventon სხვები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები