LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას ითხოვს

50
BeFunky-collage

პარლამენტში ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების” ჯგუფი მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას ითხოვს.

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ფრაქციის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ თქვა, რომ მოსამართლეების დანიშვნა მანამ უნდა შეჩერდეს, სანამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმების განხილვა პარლამენტში არ დაიწყება.

„შეთანხმების შესაბამისად უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ მოსამართლეების დანიშვნებზე. დოკუმენტში მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტში ერთი შეხვედრის გარდა არ გამართულა, რაც ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ აძლევს სივრცეს კლანს რომ მოასწროს ეს დანიშვნები“, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძის თქმით, „დადგება დრო, როდესაც მოსამართლე მართლმსაჯულების მსახური იქნება“.

„საქართველოში დადგება დრო, როდესაც მოსამართლე იქნება მართლმსაჯულების მსახური, თითოეული მოქალაქის ინტერესის მსახური და ამას ჩვენ ერთად მივაღწევთ. ჩამოვიყვანთ უცხოელ მოსამართლეებს რომ პოლიტიკური ანგარიშსწორება ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები