LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრედი მერკურიმ პრინცესა დაიანა მამაკაცის ტანისამოსში გამოაწყო, რათა ის ვერავის ეცნო – ერთი დღის ისტორია

294
page

რამდენიმე დღის წინ ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის ლეგენდარული ფრონტმენის, ფრედი მერკურის იუბილე იყო, მას 75 წელი შეუსრულდებოდა. ბუნებრივია ის მთელმა მსოფლიომ გაიხსენა და ბევრმა მის შესახებ აქამდე უცნობი ისტორიაც მოყვა.

ეპატაჟური იმიჯის მიუხედავად, რეალურ ცხოვრებაში ფრედი მერკური საოცრად მორცხვი და მორიდებული იყო – პორტრეტი დეტალებში

ფილმის, „ბოჰემური რაფსოდიის“ ოსკაროსანმა მსახიობმა, რამი მალეკმა საოცრად საინტერესო და ამაღელვებელი ისტორია გაახმაურა, რომელიც ფრედისა და პრინცსა დაიანას ეხება.

„ფრედი, რომელიც პრინცესა დაიანასთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა, ერთხელ პრინცესას შენიღბვასა და დამალვაში დაეხმარა. იმისთვის, რომ მეგობრებს კლუბში კარგი დროს გაეტარებინათ და თავი თავისუფლად ეგრძნოთ,  დაიანას მამაკაცის ტანისამოსის ჩაცმა დასჭირდა“, – ჰყვება რამი.

სხვათა შორის, აღნიშნული ისტორია დეტალურად ბრიტანელი მსახიობის, კლეო როკოსის მემუარებშია მოთხრობილი. სამეფო ყოველდღიურობით გადაღლილი ლედი დი ერთ საღამოს ძალიან მოწყენილი იყო, ფრედიმ ეს შეამჩნია და თქვა, დაე მივცეთ გოგონას გართობის საშუალებაო.

ამისთვის დიანამ მამაკაცის იმიჯი მოირგო. მას სამხედრო პრინტიანი ქურთუკი და მაისური ჩააცვეს, პრინცესამ ასევე დიდი ზომის, მუქი მზის სათვალეც მოირგო. დიანა საოცრად გამხიარულდა, ის და ფრედი ბევრს იცინოდნენ. ბარში პრინცესამ ლუდი მიირთვა, მაგრამ იქ მხოლოდ 20 წუთი დარჩნენ, რადგან ფრედიმ უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო, თუმცა პრინცესა დიანა ვერავინ იცნო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები