LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცნობი ფოტოები და დამალული დღიურები – ახალი დეტალები ფრედი მერკურის „საიდუმლო ქალიშვილის“ შესახებ

139
page

ფრედი მერკურის ირგვლივ ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ისტორია შესაძლოა საბოლოოდ გასაჯაროვდეს. ცნობილი ბიოგრაფიული წიგნის, Love, Freddie-ის შემდეგ, რომელმაც გასულ წელს Queen-ის ფანები შოკში ჩააგდო ინფორმაციით, რომ მუსიკოსს საიდუმლო ქალიშვილი ჰყავდა, ახალი დეტალები გავრცელდა.

ლეგენდარული არტისტისა და მისი შვილის ფოტოები გზაშია… – ფრედი მერკურის „საიდუმლო ქალიშვილის“ მეუღლე განცხადებას ავრცელებს

ფრედი მერკურის ქალიშვილი, რომელსაც საჯაროდ მხოლოდ „B“-ს სახელით მოიხსენიებდნენ, მიმდინარე წლის იანვარში გარდაიცვალა. ის იშვიათი ტიპის ხერხემლის კიბოს ებრძოდა. მისი მეუღლე, თომასი, რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობს, ახლა გეგმავს აქამდე უცნობი ფოტოებისა და პირადი არქივის გამოქვეყნებას, რაც, მისი თქმით, საბოლოოდ დაადასტურებს, რომ მისი მეუღლის მამა ლეგენდარული არტისტი იყო.

თომასის განცხადებით, 2027 წლის შემოდგომაზე გამოვა ფოტოალბომი, სადაც შევა ფრედი მერკურისა და მისი ქალიშვილის ერთობლივი ფოტოები, ჩანაწერები, ბარათები, წერილები, საბანკო დოკუმენტები და მუსიკოსის პირადი დღიურების ფრაგმენტები.

„ყველა ფოტო და დოკუმენტი სასამართლოს მიერ დანიშნულმა სამმა ექსპერტმა შეამოწმა, დაადასტურა და სერტიფიცირება გაუკეთა“, – აცხადებს თომასი.

ფრედი მერკურის ქალიშვილი 1976 წელს, მუსიკოსის ერთ-ერთი ხანმოკლე ურთიერთობის შედეგად დაიბადა. გოგონა ბავშვობიდანვე იცნობდა მერკურის, როგორც საკუთარ ბიოლოგიურ მამას და მათ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ მომღერლის გარდაცვალებამდე, 1991 წლამდე.

თუმცა, მერკურის გარემოცვის არაერთმა წევრმა ეს ისტორია ეჭვქვეშ დააყენა. მათ შორის იყვნენ მისი ყოფილი საცოლე, მერი ოსტინი, რომელმაც მუსიკოსის ქონების დიდი ნაწილი მიიღო და აგრეთვე ანიტა დობსონი, ბრაიან მეის მეუღლე. ორივე მათგანმა განაცხადა, რომ მისის შვილის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ბიოგრაფიული წიგნის ავტორი, ლესლი-ენ ჯონსი ამტკიცებს, რომ მერკურის ახლო წრეში ბევრმა იცოდა „B“-ს არსებობის შესახებ. მისი თქმით, ბრალდებები, თითქოს დღიურები ხელოვნური ინტელექტითაა შექმნილი ან მთელი ისტორია გამოგონილია, მალე თავად დოკუმენტებით მიიღებს პასუხს.

თომასის განცხადებით, ფოტოალბომიდან მიღებული მთელი შემოსავალი ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრებს გადაერიცხება, რაც თავად მისი გარდაცვლილი მეუღლის სურვილი იყო.

ფრედი მერკურის ქალიშვილი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა – ვრცელდება დეტალები

ფრედი მერკურის ბიოგრაფიული წიგნიდან ირკვევა, რომ მას ქალიშვილი ჰყავს – რას ჰყვება ლეგენდარული არტისტის ერთადერთი შვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები