LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდარული ფრედი მერკურის ქონება აუქციონზე გაიყიდება

160
page

ლეგენდარული ჯგუფის Queen-ის სოლისტის, ფრედი მერკურის ქონება Sotheby’s აუქციონზე გაიყიდება. უნიკალური ლოტი მოიცავს ტანსაცმელს, ტურნეების დროს მოგროვილ სუვენირებს, ავეჯს და სხვა პირად ნივთებს. The Guardian-ის ინფორმაციით, აუქციონზე მთლიანობაში 1 500-მდე ნივთი იქნება გამოტანილი.

ეს ნივთები ფრედის ლონდონის სახლიდან, Garden Lodge-იდან არის წამოღებული. შეგახსენებთ, რომ გარდაცვალების შემდეგ მუსიკოსმა ეს სახლი თავის მეგობარს, მერი ოსტინს უანდერძა და 30 წელზე მეტია სახლს არავინ შეხებია.

ვაჭრობა 6 ნაწილად გაიმართება და აუქციონის ორგანიზატორები მინიმუმ 6 მილიონი გირვანქა სტერლინგის მიღებას ვარაუდობენ.

ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ლოტი იქნება მერკურის მოოქროვილი გვირგვინი და მოსასხამი, რომელიც მას ბოლო ტურნეს დროს ეცვა. ნაკრების საწყისის ღირებულება 60-დან 80 ათას გირვანქა სტერლინგამდეა გაწერილი.

Queen-მა ფრედი მერკურის აქამდე უცნობი სიმღერა Face it Alone გაავრცელა

ფრედი მერკურიმ პრინცესა დაიანა მამაკაცის ტანისამოსში გამოაწყო, რათა ის ვერავის ეცნო – ერთი დღის ისტორია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები