LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფრეკენ ჟულის“ პრემიერა „თეატრი სახელოსნო 42-ში“ – სეზონის გენერალური სპონსორია SOLO

540
სოლო

15 თებერვლიდან „თეატრი სახელოსნო 42“ მაყურებლის წინაშე ახალი სპექტაკლით „ფრეკენ ჟულით“ წარდგება. სეზონის გენერალური სპონსორია SOLO.

SOLO აგრძელებს მომხმარებლებისთვის კულტურისა და ხელოვნების  მიმართულებით  შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამიტომ, SOLO ბარათის მფლობელები „თეატრი სახელოსნო 42-ის“ ახალი სპექტაკლის პრემიერაზე ბილეთების წინასწარ შეძენას შეძლებენ. პრისეილი 31 იანვარს დაიწყო და 2 თებერვალს დასრულდება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდებზე biletebi.ge და tkt.ge.

მაყურებელს შესაძლებლობა ექნება იხილოს ავგუსტ სტრინდბერგის პიესის „ფრეკენ ჟულის“ ლევან წულაძისეული ვერსია. პიესა დათო გაბუნიას მიერ ითარგმნა, სპექტაკლში კი მონაწილეობენ  ანა ვასაძე, პაატა პაპუაშვილი და ანუკა გრიგოლია.

შეგახსენებთ, რომ SOLO Visa ბარათით ბილეთების შეძენისას სეზონის მანძილზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

„თეატრი სახელოსნო 42“ – ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და წერეთლის 114-ში, Factory Tbilisi-ის ტერიტორიაზე მდებარეობს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები