უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენიდან ერთი თვის თავზე, რეისების რაოდენობას აორმაგებს.
„ავიანიუსის“ ინფორმაციით, 1-ლი მარტიდან FlyUIA კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 4 სიხშირით განახორციელებს. ფრენები კიევი-თბილისის მიმართულებაზე ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს პარასკევს და კვირას, ხოლო თბილისი-კიევის მიმართულებაზე – ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება
საქართველოს მიმართულებით სიხშირეების რაოდენობას აორმაგებს უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-იც. როგორც SkyUp Airlines-ის გენერალური აგენტი კომპანია „ავიაქსელი” განმარტავს, მარტიდან ხუთშაბათის და კვირის რეისებს დაემატება კიდევ ორი რეისი, ყოველ სამშაბათს (2 მარტიდან) და პარასკევს (19 მარტიდან).
შეგახსენებთ, საქართველოში რეგულარულ ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები 1-ლი თებერვლიდან მოიხსნა.