LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ფრესკო” პოლიეთილენის პარკების ჭარბი გამოყენების შემცირებას გეგმავს

88

პოლიეთილენის პარკების ჭარბი გამოყენების შემცირების მიზნით კომპანია ”ფრესკო” მომხმარებელს მრავალჯერადი მოხმარების ჩანთებს სთავაზობს.

“ფრესკოს“ ქსელის ყველა სუპერმარკეტში უკვე შესაძლებელია მრავალჯერადი მოხმარების ჩანთების შეძენა. კომპანიის კორპორატიულ ფერებში გადაწყვეტილი ახალი ჩანთები განთავსებულია „ფრესკოს“ სალაროებთან და 1.95 ლარი ღირს.

როგორც ”ფორტუნას” „ფრესკო“-ში განუცხადეს, კომპანიის  ქსელში არსებული პარკები არის ბიოდეგრადირებადი. ”ამჯერად მომხმარებელს მრავალჯერადი მოხმარების ჩანთებსაც ვთვაზობთ. იმედი გვაქვს, მომხმარებლის ჩვევა, იაროს სუპერმარკეტში მრავალჯერადი ჩანთებით  საქართველოშიც აუცილებლად დაინერგება. შეიძინეთ “ფრესკოს” ჩანთები და შეიტანეთ თქვენი წვლილი გარემოს დაცვაში” – აცხადებენ ”ფრესკოში”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g