LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრიდონ ინჯია სიწუწკეს იჩენს და ცდილობს, მიისაკუთროს „პატრიოტთა ალიანსის“ კუთვნილი ადგილი საარჩევნო კომისიაში: ირმა ინაშვილი

96
ირმა-ინაშვილი-1522350940-1024x683

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფრიდონ ინჯიას გამოყენებას ცდილობს, თავად ინჯია კი სიწუწკეს იჩენს, რათა საარჩევნო კომისიაში „პატრიოტთა ალიანსის” კუთვნილი წევრი მიისაკუთროს.

ინაშვილის განმარტებით, „ფრიდონ ინჯია კი აკეთებს განცხადებას, რომ სურვილი აქვს საარჩევნო კომისიაში თავისი წევრი ჰყავდეს, მაგრამ მას გადასარევად უნდა ესმოდეს, რომ კომისიაში საარჩევნო წევრი არ ეკუთვნის“.

ირაკლი კობახიძემ, არჩევნების მთავარმა გამყალბებელმა გადასარევად იცის, რომ ჩვენს პარტიას ეკუთვნის წევრი საარჩევნო კომისიებში, მაგრამ ახლა უნდა, ეს წევრი წაგვართვას, რაშიც ირაკლი კობახიძე აშკარად ცდილობს ფრიდონ ინჯიას გამოყენებას.

ჩემთვის ეს ძალზედ სამწუხაროა და სიმართლე გითხრათ, იძულებული რომ არ ვიყო და ვალდებული, სულ არ მსიამოვნებს ამ თემაზე საუბარი. ფრიდონ ინჯიას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მას არანაირ შემთხვევაში და არანაირი გარიგების პირობებში არ ეკუთვნის წევრი საარჩევნო კომისიებში.

ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას და ვიცით, რა დისკუსია მიდის საპარლამენტო ჯგუფის საქმიანობის ფორმატში, საპარლამენტო თათბირებსა და შეხვედრებზე. ვიცით, რომ სამწუხაროდ, ბატონი ფრიდონ ინჯია სიწუწკეს იჩენს და ცდილობს, მიისაკუთროს „პატრიოტთა ალიანსის“ კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში. მართალია, საჯარო განცხადებებში ის აღნიშნავს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის წართმევისთვის კი არ იბრძვის, არამედ თურმე საკუთარი წევრი უნდა რომ ჰყავდეს საარჩევნო კომისიებში, მაგრამ ბატონ ფრიდონს გადასარევად უნდა ესმოდეს, რომ მას არ ეკუთვნის საარჩევნო კომისიებში წევრი და როცა ითხოვს იმას, რაც არ ეკუთვნის, ე.ი. მიდის იმაზე, რომ ეს წევრი წაგვართვას „პატრიოტთა ალიანსს“, რაც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არის კანონის და კონსტიტუციის უხეში დარღვევა“, – განაცხადა ინაშვილმა.

მან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომ მალე პოლიტიკის დატოვება მოუწევს, რადგან „დიდი ხანია ირაკლი კობახიძემ, არჩევნების მთავარმა გამყალბებელმა ყველა ზღვარს გადააბიჯა და ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა“.

„მინდა ვუთხრა ბატონ კობახიძეს, ბევრი პოლიტიკოსი გვახსოვს ჩვენ, რომელიც ზოგი ღრუბელ-ღრუბელ დაფრინავდა, ზოგი კიდევ ღრუბლებზე მაღლა იყო, მათ ეგონათ, რომ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდებოდა. ასე არ გაგრძელდება, დიდი ხანია ბატონმა კობახიძემ, არჩევნების მთავარმა გამყალბებელმა გადააბიჯა ყველა ზღვარს და ყველა „წითელი ხაზი“ გადაკვეთა. ასეთი ქმედებები დაუსჯელი არ რჩება ხოლმე. ასეთი ტიპის პოლიტიკოსები მერე ძალიან მალე ტოვებენ პოლიტიკას. ეს მინდა ვუწინასწარმეტყველო ბატონ კობახიძეს, რომ ის მალე პოლიტიკაში აღარ იქნება და მერე უნდა ილოცოს იმაზე, რომ მემუარების წერა სახლში მოუწიოს და არა სხვაგან, მაგალითად, ციხეში”, – განაცხადა ინაშვილმა.

პოპულარულები