ფრონტზე წარუმატებლობის ფონზე, კრემლმა „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან“ სამხედრო ლიდერების „წმენდა“ დაიწყო.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ ოკუპირებული რეგიონიდან უკვე დაკავებულია „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-მაიორი, კორნეტ იგორი.
„გავრცელებულია ინფორმაცია, რომ „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან“ რუსეთის ფედერალურმა პოლიციამ ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-მაიორი კორნეტ იგორი დააკავა. იგი ამჟამად იმყოფება როსტოვში, წინასწარი დაკავების იზოლატორში.
მის დაკავებას ძალოვანი სტრუქტურების და „რესპუბლიკის“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან, უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, რომლებიც ამას “ვითომცდა” სახელმწიფოს ძალაუფლების ბლოკში ცვლილებების დასაწყისად აფასებენ.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც უკრაინული მედია წერს, დროა ლუგანსკისა და დონეცკის „სახალხო რესპუბლიკები“ მსგავს სიახლეებს შეეგუონ – წმენდებს მოახლოებული წარუმატებლობის ფონზე, ასევე FSB-ის ვიზიტებს უსაფრთხოების ძალებში ე.წ. „რესპუბლიკებში“.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.