„რატომ იმატა დიაბეტის დიაგნოზმა, რა უნდა ვიცოდეთ აღნიშნული დაავადების შესახებ, როგორია მისი სიმპტომები, რა დროს უნდა მივიტანოთ ეჭვი მის არსებობაზე და როდის არის ინსულინის საჭიროება“ – ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ენდოკრინოლოგიის პროფესორმა, რამაზ ყურაშვილმა ისაუბრა.
ბატონო რამაზ, რა არის ის მთავარი, რაც დიაბეტი ტიპი 1-ზე და დიაბეტი ტიპი 2-ზე უნდა იცოდეს საზოგადოებამ?
აუცილებლად აღსანიშნავია მესამე ტიპიც, დიაბეტი და ორსულობა, რაც უზარმაზარი პრობლემაა. ამ დროს, ექიმი მკურნალობს ერთ ავადმყოფს, დედას და იცავს შვილს, რომ მას არ განუვითარდეს არა თუ დიაბეტი, არამედ რაიმე სხვა გართულება. აქ ერთ-ერთი საშიშროებაა სისხლში მაღალი შაქრის შემცველობა, ჰიპერგლიკემია, რომელიც იწვევს გლიკოტოქსიურობას და ნაყოფის სიმახინჯეებს. წარმოიდგინეთ, ნაყოფს მუცლად ყოფნის დროს სიმახინჯეები უვითარდება, თუ დედას დიაბეტის კარგი კონტროლი არ აქვს, თუ ის ნორმის ფარგლებში არ არის.
ასეთი პაციენტები და მათი ახლობლები ხშირად კითხულობენ, ექნება თუ არა შაქრიანი დიაბეტი ბავშვსაც, არ ექნება, თუ დიაბეტი მოვლილია.
ორსულობისას დიაბეტის მიმდინარეობის მეორე საშიშროება არის სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა, რომელსაც ჰიპოგლიკემიას ვეძახით და ამასაც აუცილებლად უნდა კონტროლი. ამ დროს, დედა, ოჯახის წევრები, ყველა მობილიზებულნი არიან… 10-12 სხვადასხვა სპეციალისტი აკონტროლებს ნაყოფის განვითარებას, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
რაც შეეხება ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტს, ტიპი 1 დიაბეტი 5-დან 10 %-მდე არის ფართოდ მოსახლეობაში და ეს პაციენტები ინსულინის პრეპარატებზე არიან დამოკიდებულნი, ვინაიდან მათი ინსულარული აპარატი ძალიან ცოტა ან არასაკმარის ინსულინს გამოიმუშავებს.
ახსენეთ ორსული ქალბატონები და დიაბეტი, ამ დროს, ზოგიერთ შემთხვევაში, დიაბეტი ჯერ კიდევ ორსულობამდე არის დიაგნოსტირებული, ზოგიერთ შემთხვევაში კი, არის გესტაციური დიაბეტი, ანუ ჩვენ ორსულობის დროს ვიგებთ, რომ სისხლში შაქრის დონე მომატებულია. რაზეა დამოკიდებული დაინიშნება თუ არა ინსულინის თერაპია?
პირველ რიგში, ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ვითარდება დიაბეტი, რადგან ის ჩვეულებრივად, ტყუილუბრალოდ არ ვითარდება ხოლმე, ან გენეტიკური დატვირთვა არის ან 2-3 სერიოზული რისკფაქტორია. ერთ-ერთი რისკფაქტორი გახლავთ ის, რომ ქალები გვიან თხოვდებიან და ამასთან ერთად, მათ უფრო დიდი წონა აქვთ, ვიდრე ახალგაზრდა ქალებს.

რაც უფრო გვიან არის ორსულობა, მით უფრო მეტი შანსია, რომ ქალბატონს გესტაციური დიაბეტი ჰქონდეს. ეს როგორ არის იცით?! ინსულინრეზისტენტობასთან არის დაკავშირებული. სიმსუქნე ინსულინრეზისტენტობასთან არის ასოცირებული.
რაც შეეხება თერაპიას, საერთოდ, სამი პრეპარატი არის მონიშნული, თუმცა ავადმყოფმა და ექიმმა კარგად რომ იგრძნოს თავი, ინსულინოთერაპია ყველაზე კარგია.
სავალდებულო ტვირთი არ იქნება, რომ მშობიარობის შემდეგ, ქალბატონს დიაბეტი ჰქონდეს, თუ კარგად არის მოვლილი ყველაფერი და თუ გამოცდილი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს პროცესი, რასაც ორსულობა ჰქვია.
შეიძლება, დიაბეტიანმა ქალმა ცოტა ადრე იმშობიაროს, შეიძლება, საკეისროც დასჭირდეს.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი პაციენტების მაგალითზე, დაახლოებით, 700 დიაბეტიანი ქალიდან, ნაყოფს მხოლოდ სამს თუ აქვს დიაბეტი. შესანიშნავი ბავშვები არიან. ზოგიერთ ქალბატონს 3 შვილი ჰყავს. ჩვენ მათ, მათი ოჯახის წევრებს ვასწავლით, თუ როგორ მოუარონ დიაბეტს.
ქართველები ფიქრობენ, რომ დიაბეტის განკურნება ინსულინის გარეშე, რაღაც სხვა პრეპარატით შეიძლება, რომ ინსულინი ვითომ ნარკოტიკია, მსგავსი რამ არ არსებობს… ადამიანი ინსულინს არ ეჩვევა. ინსულინი სასიცოცხლო პრეპარატია, თუ პაციენტს დიაბეტი ტიპი 1 აქვს. ტიპი 2 დიაბეტის დროს ვაკეთებთ ინსულინის ინიექციებს, რომ გართულებები შევაჩეროთ.
ბოლო დროს, ხშირად გვესმის დიაბეტის დიაგნოზის შესახებ, მართლაც იმატა სტატისტიკამ, დიაბეტის რიცხვმა თუ უბრალოდ, დიაგნოსტირება გახდა უფრო ხელმისაწვდომი?
დიაბეტის განვითარების რისკფაქტორებზე რომ ვისაუბროთ, მსოფლიოში მატულობს თუ არა მსუქნების და ჭარბწონიანების რაოდენობა?! მატულობს, მათ შორის, ეს ეხებათ ბავშვებსაც. ამაში დიდია სწრაფი კვების ობიექტების როლი, რადგან საკვებში ძალიან დიდია ცხიმიანობა. დიდი დოზით არის ტკბილი. რამდენი ახალი საკონდიტრო გაიხსნა…
ძალიან დიდი პრობლემაა უმოძრაობა… დღეში 3 საათი რომ მანქანაში იჯდები… არის სპეციალობებიც, რომლებიც დიაბეტის რისკფაქტორია, მაგალითად, მძღოლობა.
გახშირდა მაღალი წნევაც.
დღეისათვის, მსოფლიოში დიაბეტიანთა რაოდენობა 1 მილიარდია. დიაბეტიანების რაოდენობით ინდოეთი პირველ ადგილზეა.

მნიშვნელოვანი და საყურადღებოა კლიმატური ცვლილებებიც, გლობალური დათბობა. ცხელი კლიმატი დიაბეტის გამომწვევი რისკფაქტორია.
რა თქმა უნდა, აღსანიშნავია გენეტიკური ფაქტორებიც.
სიგარეტის მოწევა ორჯერ ზრდის დიაბეტიანთა რაოდენობას.
მაგალითისთვის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დიაბეტის გავრცელება 30 %-ია, რადგან ისინი სიგარეტსაც ეწევიან, ბევრ საჭმელსაც მიირთმევენ და ნაკლებს მოძრაობენ. არის კიდევ ერთი ნიუანსი, ნათესავები, ბიძაშვილები ერთმანეთში ქორწინდებიან და მათ შვილებს, 30 %-ს დიაბეტი აქვთ.
დიაბეტის შემთხვევებს ზრდის ჭარბი ალკოჰოლიც.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებაც დიაბეტის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია და ის რისკფაქტორებს შორის მესამე ადგილზეა. საქართველოში ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე ადამიანებს დიაბეტის 2-ჯერ მეტი გავრცელება აქვთ, ვიდრე ჯანმრთელ ადამიანებს.
მინდა, სიმპტომებზე გკითხოთ. შეიძლება, რომ დიაბეტი ისე შემოგვეპაროს, რომ სიმპტომები არ მოგვცეს და უბრალოდ, ჩვეულებრივი, ბანალური კვლევით შემთხვევით აღმოვაჩინოთ, რომ სისხლში შაქრის დონე ძალიან მაღალია?
შაქრის მაღალ დონეზე ამას ვერ გეტყვით, მაგრამ, საერთოდ დიაბეტს აქვს სტადიები, დიაბეტს წინ უძღვის პრედიაბეტი და თუ ჩვენ ამ სტადიაზე არ გამოვავლინეთ პრობლემა და არ მოვუარეთ, მაშინ დიაბეტი განვითარდება და თუ გამოვავლენთ, შეიძლება, რომ ის 12 წლით ან სამუდამოდ შევაჩეროთ.
ჩვენთან საქართველოში პრედიაბეტის სკრინინგი არ არის. უნდა იყოს რამდენიმე სკრინინგი, მაგალითად, თუ არის დიაბეტური რეტინოპათიის სკრინინგი, იქ, იმ კაბინეტში, გვერდით უნდა იჯდეს ადამიანი, რომელიც ქვედა კიდურებს გასინჯავს და ნახავს, დიაბეტური ტერფი ხომ არ არის. თუ გვინდა, რომ ადრეულად გამოვავლინოთ დიაბეტი ნეიროპათიაზე უნდა გავსინჯოთ პაციენტი. ასევე, არის აპარატი, რომელიც პერიფერიული ინერვაციის საშუალებით, პრედიაბეტის დიაგნოზს სვამს. მნიშვნელოვანია გლიკო ჰემოგლობინი, როგორია ტენდენცია ჭამის შემდეგ. სავალდებულო არ არის, რომ თავიდანვე შაქრიანი დიაბეტისთვის მისაღები კრიტერიუმები იყოს, მაგალითად, 200-ზე მეტი, შესაძლებელია, რომ ჭამის მერე 150-160 იყოს, რაც მაღალია და ჩვეულებრივად უნდა მოვუაროთ.
გლიკო ჰემოგლობინის ზღვარი 5,7 გახლავთ. პრედიაბეტი არის 5,8-დან 6,4-მდე. ამ პატარა, ვიწრო დერეფანში არის პრედიაბეტის მარკერი და საჭიროა, რომ ადამიანმა მიხედოს და მოუაროს ამ პრობლემას. მოვლა გულისხმობს ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადასვლას, ნაკლებ სიგარეტს, მეტ მოძრაობას, ჯანსაღ კვებას. რაც მთავარია, აუცილებელია ძილის მოწესრიგებაც. თუ ძილი დარღვეულია და 6 საათზე ნაკლებია, ეს შაქრიანი დიაბეტის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს. მნიშვნელოვანია ძილის ხარისხიც. ასევე, საყურადღებოა ძილის აპნოე.
გაიზარდა ჭარბწონიანი ბავშვების რაოდენობაც, ისინი კი მომავალი დიაბეტიანი პაციენტები არიან. სკოლაში ყველაფერი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ბავშვები კომფორტულად გრძნობდნენ თავს, მოძრაობდნენ, რომ მათი საკვები ჯანსაღი იყოს.
საყურადღებოა ჰორმონი კორტიზოლიც, რომელიც ყველაფერზე იძლევა რეაქციას.

ხშირად, პაციენტებს უჭირთ იმის მიღება, რომ მათ ინსულინი ესაჭიროებათ, რას ურჩევდით ასეთ ადამიანებს და ზოგადად, როდის სჭირდება პაციენტს ინსულინი?
მკურნალობის დანიშვნისას უნდა გავითვალისწინოთ დაავადების გართულებები, არა მხოლოდ იმ მომენტისთვის არსებული, არამედ სამომავლოც… მომავალიც უნდა განვიხილოთ და შევაფასოთ, დიაბეტი ერთდღიანი, ერთკვირიანი დაავადება ხომ არ არის… შაქრიანი დიაბეტი ეს ქრონიკული დაავადებაა, მაგრამ არა გადამდები. ზოგიერთს დიაბეტი გადამდები ჰქონია და უთქვამთ კიდეც, ჯერ ჩემს ქმარს ჰქონდა, მერე მე დამემართა და ხომ არ გადმომდოო… არა, ისინი უბრალოდ ერთნაირად იკვებებოდნენ, ერთნაირად იღებდნენ ზედმეტ საკვებს და ნაკლებს მოძრაობდნენ.
როგორც უკვე გითხარით ისეთი დიაბეტიანი პაციენტების აბსოლუტური რაოდენობა, რომლებიც ინსულინზე არიან ინდოეთში დიდია, მაგრამ დაავადების ყველაზე დიდი გავრცელება 100 000 მოსახლეზე არის ფინეთში, ჰელსინკიში და ამის რამდენიმე მიზეზია, ერთი, გენეტიკური ფაქტორი, მეორე ის, რომ ძალიან მაღალია მშრალი რძის, რძის ფხვნილის გამოყენება, რაც დიაბეტის შანსს ზრდის.
ზოგადად, ფინეთში არც ითვლიან იმდენი თანხა აქვთ ჯანდაცვისთვის გამოყოფილი. ფინელი სპეციალისტების გამოცდილებას ამერიკელებიც კი იღებენ.
ჩვენ გვაქვს ფინელი სპეციალისტების შეგდენილი კითხვარი, პრედიაბეტის რისკის ფაქტორებზე, სადაც პირველი კითხა არის, თუ რამდენი წლის ხარ. აღსანიშნავია, რომ თუ ოჯახში დიაბეტიანი ადამიანი არის, პაციენტს 35 წლის ზევით უკვე აქვს რისკის ფაქტორი, თუ პაციენტის ოჯახში დიაბეტიანი ადამიანი არ არის, მაშინ 45 წლის ზევით არის რისკის ფაქტორი. კითხვა არის წონაზეც, რადგან მაღალი წონა რისკის ფაქტორია. ასევე არის შემდეგი კითხვები, აქვთ თუ არა დიაბეტი ოჯახის წევრებს, ჰქონდათ თუ არა ქალებს ორსულობის პერიოდში გესტაციური დიაბეტი, გადატანილი აქვთ თუ არა გულსისხლძარღვთა დაავადება და ა.შ.
ზოგჯერ, დიაგნოზი იცით როდის ისმება?! მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ, არადა დიაბეტი მანამდეც არსებობდა.
აღსანიშნავია, რომ უზმოზე გაზომილი შაქარი ყოველთვის სწორ პასუხს არ აჩვენებს, რადგაბ შაქარი ჭამის მერე მატულობს და როცა ჯერ დასაწყისი სტადიაა, ადამიანის კუჭქვეშა ჯირკვალი ჯერ კიდევ გამოყოფს ინსულინს, თუმცა როდესაც ადამიანი მსუქანია ეს ინსულინი ვერ ნაწილდება და ამის გამო, ხდება მისი დიდი რაოდენობით გამოყოფა. რაც უფრო მეტი რაოდენობა გამოიყოფა, მით უფრო სწრაფად იფიტება. ეს პროცესი 17-20 წელი შეიძლება გაგრძელდეს.
ზოგჯერ, დიაგნოზი იცით როდის ისიმევა?! მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ, არადა დიაბეტი მანამდეც არსებობდა.
აღსანიშნავია, რომ უზმოზე გაზომილი შაქარი ყოველთვის სწორ პასუხს არ აჩვენებს, რადგან შაქარი ჭამის მერე მატულობს და როცა ჯერ დასაწყისი სტადიაა, ადამიანის კუჭქვეშა ჯირკვალი ჯერ კიდევ გამოყოფს ინსულინს, თუმცა როდესაც ადამიანი მსუქანია, ეს ინსულინი ვერ ნაწილდება და ამის გამო, ხდება მისი დიდი რაოდენობით გამოყოფა. რაც უფრო მეტი რაოდენობა გამოიყოფა, მით უფრო სწრაფად იფიტება. ეს პროცესი 17-20 წელი შეიძლება გაგრძელდეს.
დღეს, არის ახალი ტექნოლოგიები და შეიძლება, რომ უსისხლო მეთოდით მოხდეს 24 საათიანი გლიკემიის კონტროლი, ისე, რომ პასუხები მობილურ ტელეფონზე მოვიდეს. არის მრავალი პატარა აპარატი, რომელიც კანზე მაგრდება, უსისხლოდ და პასუხებს გადმოგვცემს.

„პირის ღრუს ჯანმრთელობა და დიაბეტი“ – ოდესმე მოგისმენიათ, რომ ეს პრობლემატური ამბავია?!
მაგალითად, თუ პაციენტს აქვს დეკომპენსირებული, მოუვლელი დიაბეტი, მას სტომატოლოგი იმპლანტს ვერ ჩაუდგამს, რადგან შეიძლება, მას ეს იმპლანტი მოსძვრეს. შეიძლება, იყოს ინფექციაც.
ავიღოთ ღარიბი ადამიანი, რომელსაც აქვს დიაბეტი და ამას პლუს მოუვლელი პირის ღრუ, რა ელოდება მას?!
გამა მიკრობების იწვევს ინსულტსაც, ინფარქტსაც და მხედველობის დაქვეითებასაც.
პირის ღრუში სუნი რომ აქვს ადამიანს, იქ ხრწნადი პროცესია.
ერთ-ერთმა სპეციალისტმა, დაახლოებით, 30-ჯერ გამომიგზავნა პაციენტი, სუნის და ღრძილების მდგომარეობის მიხედვით ხვდებოდა, რომ მათ დიაბეტი ჰქონდათ.
დიაბეტი მოქმედებს თვალზეც და ამას მოვლა უნდა. შესაბამისად, დიაბეტიანი პაციენტი თავიდანვე კარგად უნდა იყოს გამოკვლეული, რადგან როდესაც უკვე ჩივილები აქვს და დაკარგული აქვს მხედველობის ნახევარი, მერე რა შეგვიძლია?! მერე, სულ სხვა, ძვირად ღირებული სცენარებია.
დიაბეტი კომპენსირებული უნდა იყოს. პაციენტი ექიმის კარგი პარტნიორი უნდა იყოს.
არის პაციენტების ორი ჯგუფი, ავადმყოფი, რომელიც ექიმს უჯერებს და ყველა დავალებას ასრულებს და ავადმყოფი, რომელიც ექიმს არ უჯერებს და მის რჩევებს არ მისდევს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ექიმის დავალებები და რეკომენდაციები პაციენტის მდგომარეობის მიხედვით იცვლება და შესაბამისად, ისე არ ხდება, რომ პაციენტი ერთხელ მივიდეს ექიმთან და მერე, მთელი ცხოვრება იმ დანიშნულებით იხელმძღვანელოს.
თუ დიაბეტი მოვლილია, ავადმყოფი გრძნობს, სისხლში შაქრის შემცველობა 150-ს რომ აღწევს, რადგან მას აქვს ფიზიოლოგიური ნორმები. თუ პაციენტი ექიმის რჩევებს არ უჯერებს, მას ყოველთვის ორასზე მაღალი აქვს სისხლში შაქრის შემცველობა და მაგალითად, იმპლანტის ჩადგმა თუ დასჭირდა, მისი მდგომარეობის ნორმალიზაციასაც ვერ გააკეთებ, რადგან როგორც კი ორასზე დაბლა ჩამოდის მაჩვენებელი, პაციენტს ჰგონია, რომ ჰიპოგლიკემიის ეპიზოდი აქვს. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეტაბოლურ მეხსიერებასაც.