სხვადასხვა ფრთოსანი რაკეტების საერთო რაოდენობა, რომელიც რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენა, 3500-ს უახლოვდება, რუსული არტილერიის დარტყმების დათვლა უბრალოდ შეუძლებელია – ძალიან ბევრია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთს ჰყოფნის თავხედობა, რათა განიხილოს საკუთარი ტერორი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.
„ამავდროულად, ტერორისტული სახელმწიფო არ წყვეტს საერთაშორისო სტრუქტურებთან თამაშს და კიდევ ჰყოფნის თავხედობა, მოიწვიოს გაეროს უშიშროების საბჭო, რათა განიხილოს საკუთარი პროვოკაციები, საკუთარი ტერორი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის რუსეთს სანქციების მერვე პაკეტი უნდა დაუწესოს.