საავტომობილო დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 61-ე კილომეტრზე, გზის სავალ ნაწილზე მეწყერი ჩავიდა.
აღნიშნულის გამო კმ30-კმ 72 აბანო-ომალოს მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე საავტომობილო გზის ლეჩური-აბანოს მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ფშაველი-ლეჩური მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
