LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფსიხო რა შუაშია და რა აზრი აქვს მის აღებას” – ჩერგოლეიშვილი მართვის მოწმობის განახლებაზე

1320

თამარა ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში, 2006 წლამდე აღებული მართვის მოწმობის განახლების პროცესზე წერს.

ჩერგოლეიშვილი ამ ცვლილებასთან დაკავშირებით, მთავრობას აკრიტიკებს.

მისი თქმით, “ფსიხოს” ხელახლა აღების მოთხოვნა გაუგებარია და ასევე, გაუგებარია, რატომ არ აბამს მთავრობა მართვის მოწმობას, აიდი ბარათს.

“მე თურმე არ მჭირდება მართვის მოწმობის გამოცვლა, შესაბამისად პირადი ინტერესის გარეშე შემიძლია ვკითხო მთავრობას, ხომ არ აჟრიალებს?

ხალხი დგას დამამცირებელ, მრავალსაათიან რიგებში –

იხრჩობა უჰაერობაში, სადაც ურიგოდ მიძვრებიან პრივილეგირებულნი.

ამ ადამიანებს სთხოვენ “ფსიხოს” ხელახლა აღებას, რაც გამოიხატება შემდეგ პროცედურაში – ექიმი გეკითხება, რამეს რომ არ უჩივით და შენი პასუხის მიუხედავად, გაძლევს ფსიხოს, მთავარია თანხა გადაიხადო.

კითხვები მაქვს:

1) ფსიხო რა შუაშია და რა აზრი აქვს მის აღებას, როდესაც იმ საბუთს არანაირი კავშირი არ აქვს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობასთან ან ჯანმრთელობასთან?

2) რატომაა მოსახლეობის გადასახდელი დამატებითი თანხა, მაშინ როდესაც მათი ბრალი სულაც არაა, რომ ძველ მართვის მოწმობებზე პირადი ნომერი არაა?

3) რატომ არ ვმოძრაობთ ერთი საბუთისკენ და რატომ არ ხდება მარტივად, მართვის მოწმობის ინტეგრირება პირადობის მოწმობაში იუსტიციის სახლებში გახანგრძლივებული დროის განმავლობაში – გასაგებია, რომ არსებობს გამონაკლისები, როცა მართვის მოწმობა ცალკე გჭირდება (მაგალითად უცხოეთში) – ვისაც სჭრდება აიღოს, ვისაც არა, რატომ არ შეიძლება პირდაპირ პირადობაზე მიაბათ?

(ყველას გვიწევს წელიწადში ერთხელ მაინც, იუსტიციის სახლში რაღაცაზე მისვლა და მარტივი იქნებოდა, ძველი მართვის მოწმობა პირდაპირ მიებათ პირადობის მოწმობაზე).

4) რატომ ხართ ესეთი იდიოტები?”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

ნახეთ ამავე თემაზე: მართვის მოწმობის გამოცვლაზე დაუსრულებელი რიგებია (ფოტო, ვიდეო)

mazda magti 5g