ფსიქოლოგი ირინა ნიკოლაიშვილი სტუმრობდა „ღამის პრაიმ ტაიმს“ თემაზე სექსუალური განათლება და ისაუბრა იმის შესახებ, როგორ არ იცნობენ მშობლები შვილებს.
“უფროსი თაობა საერთოდ არ ფლობს ინფორმაციას რა დღეში არიან მათი შვილები” ირინა ნიკოლაიშვილი
⭕ “უფროსი თაობა საერთოდ არ ფლობს ინფორმაციას რა დღეში არიან მათი შვილები” ირინა ნიკოლაიშვილი
Posted by Night Prime Time • ღამის პრაიმ-თაიმი on Tuesday, October 11, 2022
„უფროსი თაობა, მიუხედავად მათი დიდი პატივისცემისა, საერთოდ არ ფლობს ინფორმაციას, რა დღეში არიან მათი შვილები. ბავშვები დილის ცხრა საათიდან მიდიან სკოლაში და სახლში ბრუნდებიან ექვს საათზე. დღის ორ მესამედს ატარებს იმ გარემოში, სადაც არის მისი თანატოლებისგან ბულინგი, ძალიან დიდი ბულინგი, რომელზეც ზოგს წარმოდგენაც არ აქვს. ჩვენს მშობლებს ამაზე არ უწევდათ ხაზგასმა და მინიშნება. დღეს აბსოლუტურად დაუცველები არიან თქვენი შვილები. როცა ხართ შვილებთან, ასაკობრივი ნორმის მიხედვით, სამი წლის ბავშვი როცა დედა-შვილობანას თამაშობს, იმ ასაკში გარკვეული დატვირთვით სჭირდება დედის და შვილის ყოლის თეორიისა და შინაარსის მიწოდება…“