LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი  საქმიანობის დასაწყისში 1-2 შემთხვევა მქონდა პაციენტების, რომელთაც მეტყველების თუ მენტალური შეფერხება ჰქონდათ, ახლა 10 ბავშვიდან 5-6 ბავშვთან ეს პრობლემებია“ –  ირინა ნიკოლაიშვილი

110
ირმა-ნიკოლაიშვილი

რა იწვევს მეტყველების შეფერხებას ბავშვებში და რატომ აგვიანებენ საუბრის დაწყებას პატარები სულ უფრო ხშირად. ამ თემაზე „ფორტუნაში“ სტუმრობისას ბავშვთა ფსიქოლოგმა ირინა ნიკოლაიშვილმა ისაუბრა.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მეტყველება ერთ მშვენიერ დღეს არ იწყება. მეტყველებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს: საარტიკულაციო აპარატის მზაობას, პირის აპარატის მზაობას, ლაგმის არსებობას, ენის ფორმას, სასის სიმაღლეს. თუ ბავშვს ლაგამი დაბმული აქვს, იქ მეტყველება თავისთავად დაიგვიანებს. შემდეგ მივდივართ სამშობიაროში, ვიგებთ, როგორ იქნა ეს ბავშვი შეფასებული, რატომ გამოატანეს მშობლებს ბავშვი ასეთ მდგომარეობაში, რატომ არ იყო აღნიშნული ეს დეტალი, რომ მალევე მომხდარიყო შესაბამისი ჩარევა. ძალიან მაშფოთებს ის ფაქტი, რომ დღევანდელი თაობა, რომელიც შვილოსნობისთვის ემზადება, არანაირად არ არის ინფორმირებული იმ სავალალო შედეგებზე, რომელიც მათ გართობას სდევს.

თითქმის 30 წელია, რაც ამ საქმიანობით ვარ დაკავებული და თუ ჩემი საქმიანობის დასაწყისში 1-2 შემთხვევა მყავდა პაციენტების, რომელთაც მეტყველების თუ მენტალური შეფერხება ჰქონდათ, ახლა 10 ბავშვიდან 5-6 ბავშვთან მეტყველების ან ქცევის თერაპიით ვარ დაკავებული. ეს ყველაფერი კი არაჯანმრთელმა ფეხმძიმობის რიტმმა მოიტანა. მშობლები არ არიან ინფორმირებულები, არ იციან, თუ რა კვალს ტოვებს ახალგაზრდობაში მიღებული სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებები, ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლი, ტრანკვილიზატორები და ა.შ.

ძალიან მაშფოთებს ახალგაზრდა გოგონების მიერ არყის მოხმარება, რადგან ეს სასმელი საოცრად მოქმედებს ფსიქიკაზე, მით უმეტეს, იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც ისინი იღებენ. მათ არ აქვთ ინფორმაცია, რა სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს, რომ ამან შეიძლება ხელი შეუშალოს მათ სრულფასოვანი, ჯანმრთელი შვილის ყოლაში“ – განაცხადა ირინა ნიკოლაიშვილმა.

გადაცემა ვრცლად…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები