LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფსიქოლოგი ზურა მხეიძე: „გაბუტვა არის ძალადობა“

175
Capture

ფსიქოლოგი ზურა მხეიძე ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობს იმ ფორმის ძალადობაზე, რომელიც იურიდიულად ხშირად შეუმჩნეველი რჩება, თუმცა ემოციურ ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე.

„გაბუტვა არის ძალადობა. მაგალითად, არ გელაპარაკები, არც გეჩხუბები, თითქოს არაფერს არ გიკეთებ, მაგრამ ამ დროს დამოკიდებულება იკითხება: დაგდევდა და გეკითხება, რა გჭირს? ესეც ძალადობაა,“ – ამბობს ფსიქოლოგი.

მისი თქმით, არსებობს მთელი რიგი ფსიქოლოგიური ზეწოლის ფორმები, რომელთა იდენტიფიცირება იურიდიულად რთულია, რადგან თითქოს „არაფერი ხდება“.

„არის უამრავი ფორმა ძალადობისა, რომელსაც იურიდიულად ვერანაირად ვერ შეაფასებ, იმიტომ რომ ადამიანი თითქოს არაფერს არ აკეთებს, მაგრამ როცა ის მუდმივად გიჩენს დანაშაულის განცდას, ეს ხომ მაინც ძალადობაა?“ – აღნიშნავს ფსიქოლოგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g