LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციისთვის თბილისსა და რუსთავში 5 პირი დააკავეს

71
1

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციის ოთხი ფაქტი გამოავლინეს. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 5 პირი.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები, თბილისის და რუსთავის სხვადასხვა უბანში მდებარე, მათივე მფლობელობაში არსებულ აფთიაქებში, სალიცენზიო პირობების დარღვევით ახორციელებდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას ფიზიკურ პირებზე რეცეპტის გარეშე, რითაც ხელს უწყობდნენ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიას.

“აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულებმა მიიღეს დიდი ოდენობით შემოსავალი, ხოლო სამოქალაქო ბრუნვაში ყოველგვარი რეგულაციისა და ნებართვის გარეშე შევიდა ჯამში დაახლოებით 850 000 ლარის ღირებულების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

magti 5g