LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფუ ამათი: ფანებმა ემილიანო სალას სიკვდილს დასცინეს (ვიდეო)

2519954-52297790-2560-1440

„საუთჰემპტონის“ ფანებმა ემილიანო სალას სიკვდილს დასცინეს: მათ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი განასახიერეს.
ამ ხალხს წმინდა არაფერი აქვთ, გარდა იმისა, რომ „წმინდანებს“ გულშემატკივრობენ (მოგეხსენებათ, „საუთჰემპტონის მეტსახელი „წმინდანებია“).

გუნდის ორი ქომაგი „კარდიფის“ ფორვარდის სალას დაცინვისთვის მაშინვე დააკავეს.

„საუთჰემპტონისა“ და „კარდიფის“ პრემიერლიგური შეხვედრა პირველი იყო მას შემდეგ, რაც ემილიანო სალას დაღუპვა ოფიციალურად დადასტურდა. თუმცა „სენთ მერისის“ სტადიონზე ისეთებიც გამოჩნდნენ, ვინც ამ ტრაგედიაში ოხუნჯობა დაინახა.

ვიდეოზე შეიძლება გაარჩიო, რომ ორი ტიპს ხელები აქვს გაშლილი და თვითმფრინავის ფრენას განასახიერებს. რა შეხსენება უნდა, რომ სალა სწორედ ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

ჰემპშირის პოლიციამ დაკავებულ ფანებთან სამუშაოები უკვე ჩაატარა.

კლუბი კი სავარაუდოდ სამი წლით აუკრძალავს მათ სტადიონზე მისვლას.

სატურნირო მდგომარეობის მხრივ უმნიშვნელოვანესი თამაში „კარდიფმა“ 2:1 მოიგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g