LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფუი – დიღმელაშვილის პასუხი აკაკი ზოიძეს მეხუთე კოლონად მოხსენიებაზე

320
66798100_1211604759019842_2162379071323897856_o

“სირცხვილიას” აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი დეპუტატ კაკი ზოიძეს მიმართავს, რომ მან აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადოს. როგორც დიღმელაშვილამ აღნიშნა, ზოიძეს პატივს სცემდა იქამდე, სანამ მან შინაგან საქმეთა მინისტრის ქმედებების გამართლება დაიწყო. მისი თქმით, ამ განცხადებით, დეპუტატმა, საბოლოოდ, წარმოაჩინა საკუთარი სახე.

აკაკი ზოიძემ  მოგვიანებით განმარტა, რომ ეპითეტები: “მტრები და მეხუთე კოლონა”, რომელიც ტვ პირველის ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემაში გამოიყენა, რუსთაველზე  მიმდინარე“სირცხვილიას” აქციის მონაწილეებს არ მიემართება.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ ზოიძის ამ განმარტების არ სჯერათ.

“ამოდით და ბოდიში მოუხადეთ ახალგაზრდებს, მზად ვართ ამისთვის სცენა დაგითმოთ,” – ამბობს დიღმელაშვილი და ამატებს, რომ ბოდიშისთვის სცენას გახარიას არ დაუთმობდნენ, ზოიძეს კი კიდევ ერთ შანსს მისცემენ.

“ფუი , კაკო ზოიძე გამოდის და ჩვენ გვეძახის მეხუთე კოლონას, რას გიხდიან ამდენს, ბიჭო?! – განაცხადა დიღმელაშვილმა

უკვე 21 დღეა პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 21 დღეა დემონსტრანტები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ და დაშლას არ აპირებენ, სანამ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.

 

ფოტო:ნეტგაზეთი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g