LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Future Laboratory თანამედროვე განათლების აკადემიასთან თანამშრომლობას იწყებს

411
التحصيل-الدراسي

Future Laboratory, თანამედროვე განათლების აკადემიასთან (CEA) თანამშრომლობას იწყებს. პროექტი რამოდენიმე ეტაპად არის დაყოფილი. პირველი ეტაპი, მასწავლებელთა გადამზადებას და ბავშვებისათვის 21-ე საუკუნის უნარების განვითარებას ეთმობა.

თანამედროვე განათლების აკადემიაში Future Laboratory-ი სწავლების ახალ მეთოდებს დანერგავს, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვებში 21-ე საუკუნისათვის ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას, როგორიც არის: კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაციის და ურთიერთანამშრომლობის ასევე შემოქმედებითი აზროვნების უნარი, ბავშვები სკოლაში აიმაღლებენ კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის და პროცესების მართვის უნარებს, ემოციურ ინტელექტს, განავითარებენ საკუთარ თავში ინოვატორებს.

სწავლების ახალი მეთოდიკა ასევე აამაღლებს ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში შესწავლილი ცოდნის გათვიცნობიერების ხარისხსაც.

პროექტის შემდეგ ეტაპებზე დაგეგმილია სკოლაში მომავლის პროფესიების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების გაძლიერება და ინოვაციების ლაბორატორიის ფორმირება, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას ციფრულ ინოვაციურ ტექნოლოგიებთან მოდელირებისათვის და პირველადი პროდუქტების წარმოებისიათვის. ბავშვები ისწავლიან იმას თუ, როგორი იქნება საწარმოო პროცესი მომავალში და რა პროფესიები იქნება მოთხოვნადი, აითვისებენ ამ პროფესიების საწყისებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g