LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გააგებინონ ხელისუფლებას, რომ შეწუხდა მოსახლეობა ამ არაგონივრული ჩაკეტილობით: ანა დოლიძე 29 იანვარს მძღოლების აქციას აანონსებს

121
BeFunky-collage

“მიეცი სიგნალი – რამდენიმე წამით გააგებინონ ხელისუფლებას, რომ შეწუხდა მოსახლეობა ამ არაგონივრული ჩაკეტილობით”, – პოლიტიკური მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით 29 იანვარს, 11:00 საათზე საპროტესტო აქციას აანონსებს.

როგორც მან “ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, აქცია გულისხმობს მძღოლების ჩართულობას, რომლებმაც ქვეყნის გახსნის მოთხოვნით შეზღუდვებისადმი პროტესტი სიგნალებით უნდა გამოხატონ.

“პარასკევს, 11:00 საათზე, ჩვენ გვჭირდება მძღოლების აქტიურობა. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებსაც ჰყავთ ავტომანქანა. ძალიან ბევრი რამ შეუძლიათ გააკეთონ ამ ქვეყნის გახსნისთვის. დღეს გავიგე, ვიღას წაუწუნია აქციებზე ხალხი არ დადისო. როდესაც ტრასპორტი არ არის, აქციებზე ადამიანი რომ მოვიდეს და საკუთარი უსამსახურობა გააპროტესტოს, მინიმუმ 20 ლარი უნდა დახარჯოს.

ეს არის მძღოლების აქცია. ამიტომ პარასკევს, რამდენიმე წამით გააგებინონ ხელისუფლებას, რომ შეწუხდა მოსახლეობა ამ არაგონივრული ჩაკეტილობით. მე მგონი, ეს აღწევს შედეგებს. სწორედ ამიტომ არის, რომ დღეს გვიპასუხა არაერთმა თანამდებობის პირმა, მათ შორის პრემიერმა”. – აღნიშნა ანა დოლიძემ.

პოლიტიკური მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ქვეყანა გონივრულად უნდა გაიხსნას და ამ კონტექსტში საერთაშორისო ანალოგიებზე საუბრობს.

„ხელისუფლებას მეცნიერული მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რატომ დაკეტა საყოველთაო საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ევროპაში არაერთი გრაფიკია, ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა, აპლიკაციებია საზოგადოებრივი ტრასპორტის მოხმარებასთან დაკავშირებით.

ჩვენ რომ შევადაროთ რა ტიპის მტკიცებულებებს წარმოადგენს ნორმალური ევროპული ქვეყნების მთავრობები, ჭორაობა გამოდის ის, რასაც ვისმენთ ჯანდაცვის სამინისტროსგან.
ორი რიცხვი, რომლის უკან არავითარი გათვლა არ არის. ფსიქოლოგიური, სოციალური ზიანი, კრიმინალი, ოჯახში ძალადობა ათასგვარი ფორმით, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვისმენთ არის დაკავშირებული იმ ცრუ ჩაკეტვასთან, რაც მოიტანა ამ ხელისუფლებამ. ესეც ხომ ზიანია, რომელიც დასათვლელია.

ჩვენ გვინდა, რომ გონივრულად გაიხსნას. პირველ რიგში ეს არის ტრანსპორტი, კომენდანტის საათის გაუქმება, სკოლების გახსნა და აუცილებლად უნდა ვთქვა, მთის კურორტებზე. ხელისუფლებამ არ იცის, რომ სხვაგან ადამიანები ჩვეულებრივად იკრიბებიან სასტუმროებში და იქ არ გავრცელდება ვირუსი? სწორედ ეს არის ჭორაობა”.- განაცხადა ანა დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g