დაფიქრებულხარ, რატომ არ იყენებ QR კოდს თანხის გასანაღდებლად? თუ ჯერაც არ იცი, რომ განაღდების სწრაფი და მარტივი საშუალებაა?
დიახ, სწორად გაიფიქრე – თანხის გასანაღდებლად ბარათის ძებნა და პინ კოდის გახსენება აღარ გჭირდება. QR კოდის დახმარებით, ამ პროცედურას უმარტივესად გაივლი თიბისის მობაილბანკიდან.
ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ და თავად დარწმუნდები, რა მარტივი და მოსახერხებელია, თუ თიბისის მობაილბანკი გაქვს:
- გახსენი თიბისის მობაილბანკი
- იპოვე QR სკანერი მარჯვენა ზედა კუთხეში
- იპოვე ბანკომატის QR კოდი
- დაასკანერე ბანკომატის QR კოდი QR სკანერით
- და გაანაღდე თანხა ბარათის გარეშე
ახლა ერთად დავფიქრდეთ QR-ით განაღდების უპირატესობებზე:
- აღარ გჭირდება ბარათის ძებნა საფულეში – ფულს ტელეფონიდან იღებ.
- აღარ ფიქრობ კოდის დამახსოვრებაზე – პინი თუ დაგავიწყდა, QR მის გარეშე მაინც მუშაობს.
- აღარ ეხები ბანკომატს და ბარათიც შიგნით არ შედის. შესაბამისად, „გაჭედვა“ ან „ჩაყლაპვა“ გამორიცხულია. ანუ QR უფრო უსაფრთხოა.
- სისწრაფე – რამდენიმე წამში QR-ით იღებ თანხას და ტოვებ რამდენიმე ნაბიჯს, რაც ძვირფას დროს მოგაგებინებს.
- და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – კომფორტი – ყველა პროცედურა ტელეფონიდან.
სცადე ახლავე, ბარათისა და პინის გარეშე – მხოლოდ შენ და QR თიბისის მობაილბანკში.
(R)