LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გააქტიურდა ვაქცინაციის პროცესი, გათანაბრდა მოთხოვნა “ფაიზერზე” და “ასტრაზენეკაზე”: თენგიზ ცერცვაძე

97
თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდა. მისი განცხადებით, “ფაიზერზე” და “ასტრაზენეკაზე” მოთხოვნა პრაქტიკულად გათანაბრდა, რაც კარგია, რადგან ცერცვაძის თქმით, ორივე კარგი ვაქცინაა.

მისივე განმარტებით, თუ აქამდე თერთმეტი დღის განმავლობაში 400 ადამიანი იყო აცრილი, ახლა რაოდენობა გაიზარდა და მარტო ერთ ასაცრელ პუნქტში, ერთი დღის განმავლობაში 150 ადამიანი იცრება.

ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინით 1 051 ადამიანი აიცრა – სულ ვაქცინირებულია 6 757 ადამიანი

გაცილებით გააქტიურდა ვაქცინაციის პროცესი. თავიდან თუ პირველი თერთმეტი დღის განმავლობაში სულ 400 ადამიანი იყო აცრილი, ახლა მარტო ჩვენს ცენტრში, მარტო ერთ ასაცრელ პუნქტში 150 კაცი იცრება დღეში და ასეთი პუნქტი რამდენადაც ვიცი, 40-ია ქვეყანაში. მე არ მაქვს ზუსტი რიცხვი რამდენი აიცრა დღეში, მაგრამ ფაქტია, რომ 14 რიცხვამდე დაჯავშნილია ყველა ადგილი არამარტო “ფაიზერზე”, არამედ “ასტრაზენეკაზეც”. პრაქტიკულად გათანაბრდა მოთხოვნა “ფაიზერზე” და “ასტრაზენეკაზე”, რაც ძალიან კარგია, რადგან ორივე ერთნაირად კარგი ვაქცინაა, ორივე რეიტინგის ლიდერია, არაფრით არ ჯობია “ფაიზერი” “ასტრაზენეკას”. ეს დადასტურდა ბოლო ძალიან დიდი კვლევით, რომელიც ჩაატარეს ამერიკელებმა, სადაც “ასტრაზენეკამ” და არა “ფაიზერმა” უჩვენა 100%-იანი დაცვა მძიმე და სასიკვდილოდ მძიმე ავადმყოფებისათვის, სიმპტომური პაციენტებისთვის 79%-იანი დაცვა”, – განაცხადა ცერცვაძემ.

ვაქცინის დანაკარგების შემცირებისთვის პოლიციისა და ჯარის ჩართულობით სათადარიგო სიები შეიქმნება

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვას 55 წლის ზემოთ პირებიც შეძლებენ.​ გარდა ამისა, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ვაქცინაციაში ჩაერთვებიან დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანაერგილი პაციენტები.

ქვეყანაში მოსახლეობის აცრა “ასტრაზენაკას” ვაქცინით 15 მარტს დაიწყო. თავდაპირველად ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იცრებოდნენ, 25 მარტიდან კი ვაქცინაციის პროგრამა 65 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის გაფართოვდა. შემოტანილია მეორე ვაქცინის, “ფაიზერის” დოზებიც. ქვეყანაში მოსახლეობის აცრა “ფაიზერით” 30 მარტიდან დაიწყო.

„ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის ადგილები თბილისში პრაქტიკულად შეივსო, ის ყველას მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს – გაბუნია

magti 5g