LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინით 1 051 ადამიანი აიცრა – სულ ვაქცინირებულია 6 757 ადამიანი

87
Untitled design

საქართველოში ვაქცინაციის დაწყების შემდეგ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, აცრილთა რიცხვი ყველაზე მაღალია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, დღიურად აცრილთა რაოდენობა 1 051-ია.

ვაქცინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში სულ 6 757 მოქალაქეა აცრილი.

ქვეყანაში მოსახლეობის აცრა “ასტრაზენაკას” ვაქცინით 15 მარტს დაიწყო.

თავდაპირველად ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იცრებოდნენ, 25 მარტიდან კი ვაქცინაციის პროგრამა 65 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის გაფართოვდა.

შემოტანილია მეორე ვაქცინის, “ფაიზერის” დოზებიც. ქვეყანაში მოსახლეობის აცრა “ფაიზერით” გუშინ დაიწყო.

მიმდინარე ეპიდემიური მონაცემები საქართველოში დღეს ასე გამოიყურება:

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით 281 761 ადამიანი დაინფიცირდა, ვირუსისგან სრულად განიკურნა 273 167 პაციენტი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით 3 778 ადამიანი გარდაიცვალა.

 

mazda magti 5g