მსახიობმა სალომე შარვაძემ 17 აგვისტოს საკუთარი დაბადების დღე მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა.
დაბადების დღის წვეულებაზე გადაღებულ ფოტოებს სალომე „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს და გულთბილი მილოცვებისთვის საზოგადოებას და ახლობლებს მადლობას უხდის:
„უდიდესი მადლობა ზღვა კეთილი სურვილებისთვის. მიყვარხართ და უზომოდ მაბედნიერებთ. მადლობა, რომ არსებობთ ჩემს ცხოვრებაში.
გაასმაგებული პოზიტივით და სიბრჭყვიალით ვარ დამუხტული, ეს თქვენი დამსახურებააა, ჩემი ოჯახის, მეგობრების და საოცარი ადამიანების, რომლებიც უფლის წყალობით უამრავია ჩემ გვერდით. მიყვარხართ უზომოდ და უსაზღვროდ“, – წერს სალომე შარვაძე სამადლობელ მიმართვაში.
ფოტოების კომენტარებში მსახიობი უამრავ მილოცვას იღებს:
„ბევრი ასეთი ბრჭყვიალა დღეები“, „რა ლამაზი ხარ“, „იბრწყინე“ – წერენ სალომეს მეგობრები.
ვიდეო: ტორტის ჩაქრობა და ცნობილები – როგორ და ვისთან ერთად აღნიშნა სალომე შარვაძემ დაბადების დღე